LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

68
Untitled design

4 ივნისს, ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდიანრე წლის 4 ივნისს, ქუთაისში, დ.გ-მ, რომელიც ა.რ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში იმყოფებოდა, მოკვლის მიზნით, დ.ბ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ.-ს ქმედებას შეესწრნენ მ.ც. და ა.რ. და მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

დ.გ-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვისთვის  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

მ.ც.-ს და ა.რ.-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, დ.გ.-ს და მ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ა.რ.-ს, მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები