ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, სკოლიდან გაათავისუფლეს.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, გათავისუფლებული პედაგოგის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს.
“წლების განმავლობაში ეს მასწავლებელი ასე ექცეოდა ბავშვებს. მშობლებიც იგივეს ამბობენ. ასეთი ჩვევა ჰქონდა პედაგოგს. ეს საქმე შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე გახდეს და უფრო დაზუსტდება ყველაფერი. დისციპლინურმა კომისიამ განიხილა ეს საქმე და გადაწყვეტილება დირექტორმა მიიღო“ , – განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.
რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეების და მშობლების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, დირექტორმა გაათავისუფლა.