ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას სჭირდება. – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, პრემიერ-მინისტრსა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო მუშაობას გააგრძელებს იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე მოხდეს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვაქსისგან მიიღებს ვაქცინის დაახლოებით მილიონ 400 000 დოზას, დანარჩენი რაოდენობის მოპოვება კი, რაც ორ მილიონზე მეტია, ქვეყანას სხვა მექანიზმებით მოუწევს.
ვაქცინის მოსაპოვებლად, კოვაქსის გარდა, კიდევ 2 მექანიზმს გამოვიყენებთ: თამარ გაბუნია
”ექსპერტებთან კონსულტაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით იზრდება, როგორც მოგეხსენებათ უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად, ქვეყანა აქტიურად ემზადება. განიხილება ”ასტრაზენეკას” ვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა. გვქონდა საუბარი ასევე ”Pfaizer” – ის ვაქცინაზეც.
განვიხილავთ მოსალოდნელ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზაციის პროცესში და ეტაპობრივად დაემატება კოვაქსის პლატფორმასაც და ვაქცინების მიღება, მწარმოებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც იქნება შესაძლებელი. ექსპერტებთან ამ პერსპექტივების შესახებ ვისაუბრეთ და სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა მოხდეს დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე.
''ვაქცინის გაყიდვა დღეს გლობალურ ბაზარზე სხვადასხვა მექანიზმით ძალიან მკაცრად არის რეგულირებული. ერთი მექანიზმი არის ''კოვაქსი''. - თამარ გაბუნია
რა შემთხვევაში შემოიტანს კერძო სექტორი კოვიდვაქცინას - გაბუნია დეტალებს განმარტავს
პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება ისე, როგორც გაწერილია გეგმის მიხედვით, რისკის ჯგუფების შესაბამისად, სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული. შემდეგ, უკვე სხვა ასაკობრივი ჯგუფები, ქრონკული დაავადების მქონე პირები, სტრატეგიულ სერვისებში დასაქმებული პირები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სრულად მივიღოთ შედეგი, რასაც ვაქცინაციის პროგრამის შედეგად ვგეგმავთ.
რა თქმა უნდა, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მოლოდინი ყველას გვაქვს, იგივე პროგნოზები ისმის ექსპერტების მხრიდანაც. ასე, რომ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, უფრო სწრაფი ტემპებით, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას”. – განაცხადა, თამარ გაბუნიამ.
