LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება

87
პარლამენტი

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება.

არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავლი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა.

საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე , უქმე დღეების შემდეგ ჩასატარებელი პირველი სხდომა 13 მაისს არის ჩანიშნული, როგორც ანონსიდან ვიგებთ სხდომას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გამართავს, სადაც გათვალისიწინებული დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2021 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები