StopCoV ფონდში უკვე 17 მილიონ 500 ათასი ლარია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ფონდში შენატანები როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა განახორციელეს.
„30 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 17 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა. მათ შორის არიან, სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მილიონი ლარი, „ნიკორა“ – 100 ათასი ლარი, „დემასი“ – 100 ათასი ლარი, „ჯი-დი ჰოლდინგი“ – 100 ათასი ლარი, „კასკო“ – 100 ათასი ლარი, „ტიტალ დასენი“ – 100 ათასი ლარი, „შპს “აისბერგი 2“ – 100 ათასი ლარი, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ – 50 000 ლარი, „შპს „ჯეი3“ – 50 ათასი ლარი, „ლომისი“ – 50 ათასი ლარი, „სს ლომისი“ – 50 ათასი ლარი, „ბარამბო“ – 50 ათასი ლარი, „ენერგონი“ – 30 ათასი ლარი, „გიდანი“ – 30 ათასი ლარი, „ოკრიბა“ – 20 ათასი ლარი, „შპს „ერ ტე დე“ – 15 ათასი ლარი“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.