ყველაზე დიდი მკერდი ნორვეგიელ ქალბატონებს აქვთ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail საიტი World Population Review-ს მიერ შეგროვილ სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
მკვლევართა ინფორმაციით, ნორვეგიაში ბიუსტის საშუალო ზომა C-დან D-მდეა. გარდა ნორვეგიისა, ლიდერთა ხუთეულში მოხვდა ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი და ისლანდია.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნებში, სადაც ქალებს ზედმეტი წონა ან სიმსუქნე აწუხებთ, უფრო მეტი საშუალო ზომის ბიუსტჰალტერია.
რეიტინგს ასრულებს – პარაგვაი, მოლდოვა, კვიპროსი და ბელიზი.