LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები სადაც, საქართველოდან უსაფრთხოების სისტემები შედის

85

”ბიას” ბიზნესკატალოგი უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კომპანიების სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც იმპორტიორთან ერთად,  ექსპორტიორი
ბიზნესოპერატორებიც ფიქსირდება.

რა ტიპის მოწყობილობები გადის  საქართველოდან და რომელ ქვეყნებში?  – ამ საკითხებზე  რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში ”ბია”-ს ბიზნესკატალოგის ბიზნეს ინფორმაციის დამუშავების მთავარმა სპეციალისტმა ეთო გაბათაშვილმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით,  ”ბიას” ბიზნესკატალოგში, ამ დროისთვის, უსაფრთხოების დარგში ფიქსირდება 132 მოქმედი იურიდიული პირი. დარგში გამოყოფილია 2 სფერო, სადაც ყველაზე მეტი კომპანიაა წარმოდგნეილი.  ეს სფეროებია:  დაცვის სამსახური, ასევე, უსაფრთხოების სისტემებით ვაჭრობა და მონტაჟი.

ბიზნეს კატალოგში უსაფრთხოების დარგში დაფიქსირებული კომპანიების თითქმის 60 % იმპორტიორი კომპანიაა, 5% კი- ექსპორტიორი. იმპორტიორი ქვეყნებიდან გამოიყოფა ხუთი ქვეყანა: ჩინეთი, გერმანია, აშშ, იტალია და თურქეთი. იმპორტირებული პროდუქციიდან კი ჭარბობს:  უსაფრთხოების სისტემები და მასთან დაკავშირებული ხელშაწყოები და ნაწილები.  რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს, მათ უსაფრთხოების სისტემები  გააქვთ –  ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

როგორც ეთო გაბათაშვილი ამბობს, უსაფრთხოების  დარგი ბიზნესოპერატორებით გაჯერებული არ არის, კომპანიები სტაბილურად ფიქსირდებიან და მათი რაოდენობრივი ზრდა ყოველთვიურად არ აღინიშნება.

ბია-ს კატალოგის მიხედვით, დარგში  კომპანიების გადანაწილება ბრუნვისა და ზომის მიხედვით შემდეგნაირია: ძირითადი ნაწილი მცირე კომპანიაა (61 %); საშუალო კომპანიების წილი შეადგენს 33 %–ს; ხოლო მსხვილი კომპანიები ამ დარგში საკმაოდ მცირეა – 6%.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g