LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის რეპუტაციისთვის უნდა მიიღონ ზომები, რომ არაფერი მოუვიდეს ექსპრეზიდენტს: სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

210
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრობს. მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაციისთვის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, ამიტომ სათანადო ზომები უნდა იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს მიხეილ სააკაშვილს“.

მისი განმარტებით, „თუ ექსპერტები რაღაც მომენტში ჩათვლიან, რომ ქვეყანაში არ არის საშუალება მიღებულ იქნეს ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რომ ამას უპასუხოს, ან სააკაშვილის სხვაგან გაყვანით, ან ვიღაცის ჩამოყვანით“.

კობახიძე სააკაშვილზე: საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია

გადასხმები უკეთდება, ოდნავ მოფერიანდა კიდეც: გიული ალასანია სააკაშვილზე

ცდილობს არ შემამჩნევინოს, მაგრამ მე სულ მაქვს შიში, ადამიანი ძაფზე კიდია – გიული ალასანია სააკაშვილზე

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამ ჯანმრთელობის მიმართ არის კითხვები, ყველაფერზე იყოს პასუხის გაცემული, რომ ყურადღება იყოს სათანადო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ და მე ასევე გამოვთქვი აზრი, რომ საჭირო იყო გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, რაც შემდეგ მოხდა – ეს ძალიან კარგია. ვერ ვიტყვი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სათანადო მკურნალობის საშუალებები – წინასწარ ასე ვერ ვიტყვი. თუკი ექსპერტები რაღაც მომენტში ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება აქ რომ იყოს მიღებული ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რომ ამას უპასუხოს – ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით – მე არ ვარ დარგის ექსპერტი, მხოლოდ მორალური პოზიცია შემიძლია გამოვხატო. საჭიროა, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დაშავდეს და იყოს მიღებული სათანადო ზომები იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიული ალასანია სააკაშვილზე: რომ ვზივარ და მას ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ, ჩემთვის ძალიან მძიმეა – ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები