ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავს და პრეზიდენტს ამასთან შეხება არ აქვს.
ამის შესახებ ინჯიამ საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ განაცხადა:
“ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და მას, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამასთან შეხება არ აქვს და თუ ის ამ საკითხებით მიდის, მაშინ უნდა შეუთანხმდეს მთავრობასა და პარლამენტს, ის, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.
მიდის პრეზიდენტი, ისმება საკითხები, სხვა ქვეყნის ხელისუფლება რაღაც კითხვებს სვამს, სთხოვს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას და ამ დროს მას ეს არ შეუძლია, რაც, მე მგონი, ქვეყანას ზიანს აყენებს. თუ ეს ინსტიტუტებთან იქნება შეთანხმებული, რომელსაც ეხება საგარეო პოლიტიკა, მაშინ უფრო ქმედითუნარიანი იქნება მისი ევროპაში და ამერიკაში მოგზაურობები”, – განაცხადა ინჯიამ.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობამ ოფიციალურად უარი უთხრა ევროპაში ვიზიტებზე და მან პირადი კონტაქტები გამოიყენა.
რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, წაიკითხავთ ვრცლად:
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე
ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია