LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

860
2025-12-29_01-43-02_064574

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – ამ მნიშვნელოვან საკითხზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე ვიდეოს აქვეყნებს და დეტალურად განმარტავს.

„ყველასთვის საყვარელი ოლივიე, რომელიც მაიონეზს და კვერცხს შეიცავს სუფრაზე 2 საათზე მეტხანს არ უნდა გაჩერდეს. თუ ოთახში ტემპერატურა სცდება 25 გრადუსს, მაშინ 1 საათზე მეტხანს არ უნდა გავაჩეროთ. ამის მიზეზი არის ის, რომ მაიონეზში და კვერცხში ადვილად მრავლდება სალმონელა.

სუფრაზე დადგით მხოლოდ ის ულუფა, რომელსაც მიირთმევთ და შემდეგ დარჩენილი ნაწილი უკან აღარ ჩააბრუნოთ. მაცივარში შენახვა სასურველია 24 საათის განმავლობაში და ძალიან იშვიათ შემთხვევაში 48 საათი. ეს ისეთ დროს თუ სუფრაზე დადებულ საკვებს უკან ჭურჭელში აღარ დავაბრუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g