რა ეტაპზეა ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა ისაუბრა.
რა ეტაპზეა ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი?
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2022 წლიდან აქტიურად შევუდექით ამ პროექტზე მუშაობას და დღეს წარმატებით მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამა. ამას ადასტურებს გასულ წელთან შედარებით პროექტის მასშტაბების ზრდა რამდენიმე მიმართულებით.
ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში 2024 წლის მანძილზე ფულით ანგარიშსწორების გზით ათვისებულია 3,325,255 მლნ ლარი, ხოლო ნატურით: 4,318,828 მლნ ლარი. ათვისებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 7,644,083 მლნ ლარს.
კონკრეტულად უკვე პროექტის რა ნაწილი განხორციელდა?
პირველ საპილოტე პროექტში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლება, კვარტალი 7, კორპუსი 12-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ავარიული 4 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად 10 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, სადაც გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაციების დაერთებისა და მოსახლეობის აბონირების სამუშაოები.
საპროექტო მომსახურება 2025:
2025 წლისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება აქტიურ ფაზაშია 18 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე კი დამატებით 7 (შვიდი) მისამართზე გამოცხადდება ტენდერი საპროექტო მომსახურების შესყიდვის თაობაზე.
2025 წლიდან პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილდება ათასზე მეტი ოჯახი.
დაგეგმილია ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტის მასშტაბების ზრდა.