LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ევოლუცია განიცადა ღიმილმა დღემდე – სილამაზის აკადემია

456
მარიამ სიჭინავა

რა ევოლუცია განიცადა ღიმილმა დღემდე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ორთოდონტმა მარიამ სიჭინავამ ისაუბრა.

რა ევოლუცია განიცადა ღიმილმა დღემდე?

ნამდვილი ღიმილის ევოლუცია და ორთოდონტიული ზრუნვა ბავშვობიდან.

ღიმილი – ეს არის ტვინისა და გულის ერთობლივი ენა.

ეს უბრალო სახის მოძრაობა სინამდვილეში ყველაზე ნაზი ემოციური სიგნალია, რომელიც იწყება ტვინში, ვრცელდება სახის კუნთებში და სრულდება ადამიანურ კავშირში.

ღიმილი აერთიანებს ბიოლოგიას, ფსიქოლოგიასა და კულტურას – და სწორედ ამიტომ, ის არის ადამიანის ბუნებრივი გზა სამყაროსთან ურთიერთობისკენ.

ნეირომეცნიერები გამოყოფენ სამი ტიპის ღიმილს:

  1. სპონტანური – მოდის ტვინის ემოციური ცენტრიდან და გამოხატავს ნამდვილ სიხარულს.
  2. ნებაყოფლობითი – შეგნებული, კონტროლირებადი ღიმილი, რომელიც ხშირად გვხვდება სოციალურ კონტექსტში (მაგალითად, ფოტოზე პოზირებისას).
  3. შერეული – იწყება შეგნებულად, მაგრამ გადადის გულწრფელ ემოციაში.

ბავშვებში ღიმილი ჩნდება სიცოცხლის მე-6–მე-8 კვირიდან – ეს არის პირველი სოციალური რეაქცია, რომელიც პასუხობს მშობლის ხმას, მზერასა და შეხებას.ამ პერიოდში ყალიბდება ემოციური ურთიერთობა, რომლის საფუძველიც არის ნდობა, უსაფრთხოება და სიყვარული.ღიმილი ამოქმედებს ბედნიერების ჰორმონებს – დოფამინს, ენდორფინებს და ოქსიტოცინს, ამცირებს სტრესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

XX საუკუნეში ფოტოგრაფიამ და ჰოლივუდმა ღიმილი აქცია კულტურულ ნიშად – ლამაზი კბილები და იდეალური ღიმილი ასოცირდებოდა წარმატებასთან და ოპტიმიზმთან.

დღეს კი, ბუნებრიობა დაბრუნდა მთავარ ღირებულებად: ახალი თაობა (Gen Z) ამჯობინებს რეალურ ემოციას და მსუბუქ ასიმეტრიას, ვიდრე ხელოვნურ სრულყოფილებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნაადრევი ორთოდონტიული კონსულტაცია?

ორთოდონტიული ზრუნვა – ნამდვილი ღიმილის საფუძველი.

ნამდვილი ღიმილი იწყება არა მხოლოდ ემოციით, არამედ ჯანმრთელი კბილებითა და სწორად განვითარებული თანკბილვით.

ბავშვობის პერიოდში სწორი დაგეგმვა არის მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რომ ღიმილი მთელი ცხოვრება ბუნებრივი და ჯანმრთელი დარჩეს.

მშობლების დიდი ნაწილი ელოდება, სანამ ყველა სარძევე კბილი არ მოიცვლება.ამ მიდგომამ კი შეიძლება მიგვიყვანოს:

  • ვიწრო კბილთა რკალებთან;
  • არასწორად განვითარებულ თანკბილვას;
  • ყბის ზრდის შეფერხებას;
  • მოგვიანებით – ხანგრძლივ მკურნალობასთან და ა.შ.

სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ბავშვის ორთოდონტთან მიყვანა ჯერ კიდევ სარძევე ეტაპზე, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დაწყება, თუნდაც ყბის გაფართოება.

რა ხდება დაგვიანების შემთხვევაში?

თუ სარძევე კბილები ამოღებულია ორთოდონტიული დაგეგმვის გარეშე, ხშირია შემთხვევა, როცა მუდმივი კბილები ვერ პოულობენ საკმარის ადგილს ამოსაჭრელად.

ასეთ დროს საჭირო ხდება ორთოდონტის ჩარევა. დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ორთოგნათილ ქირურგთან კოლაბორაცია.

ნაადრევი დიაგნოსტიკა კი ხშირად თავიდან გვაცილებს ბრეკეტ-სისტემით მკურნალობასაც კი.

5 რჩევა მშობლებისთვის – როგორ დავიცვათ ბავშვის ღიმილი:

  1. დაიწყეთ კონსულტაცია ადრეულ ასაკში – პირველ ვიზიტად შეარჩიეთ 3-6 წლამდე. სარძევე კბილების ეტაპი.
  2. ნუ ამოაღებთ სარძევე კბილებს ორთოდონტთან შეთანხმების გარეშე – 6-14 წლამდე შესაძლოა მათ ადგილზე მუდმივი კბილი ჯერ არ იყოს მზად ამოსასვლელად.
  3. დააკვირდით ბავშვის ჩვევებს – თითის წოვას, საწოვარას გახანგრძლივებულ გამოყენებას, ცხვირით სუნთქვას ან ენის პოზიციის არასწორ მდებარეობას, რომლებიც ხშირად არიან არასწორი თანკბილვის განვითარების მიზეზები.
  4. შეამცირეთ ტკბილეულის მოხმარება და ასწავლეთ სწორად პირის ღრუს მოვლა – თამაშითა და ჯილდოთი. სწორედ ამიტომ შეიქმნა საბავშვო შემეცნებითი ზღაპარი „კბილის ფერიები დედამიწაზე“ – რომელიც ეხმარება პატარებს გაიგონ, რატომ და როგორ უნდა მოუარონ კბილებს. ეს წიგნი რეკომენდებულია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ.
  5. დაიცავით რეგულარული ვიზიტები – ორთოდონტთან ვიზიტი წელიწადში ორჯერ მაინც საშუალებას მოგცემთ პრობლემები დროულად აღმოაჩინოთ და მოაგვაროთ
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები