LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გვაჩუქა ზვიადმა? თავისუფლება!..“ – ლელა კიკალეიშვილის უცნობი ამბავი პრეზიდენტზე

505
lelakikaleishvili

პიარის სპეციალისტი, ლელა კიკალეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ზვიად გამსახურდიასთან წამიერი შეხვედრის შესახებ ვრცელ სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა…

„წამიერი შეხვედრა პირველ პრეზიდენტთან.

…  – რა გვაჩუქა მან?

–   თავისუფლება!!!

ბაფთიანი გოგონა სკოლის ეზოსკენ გაიქცა, გაკვეთილის შესვენების ზარი უნდა ჩამოეკრა! 90-იან წლებში სკოლებში ხეზე დაკიდებული რკინის ზარები, გაკვეთილის დასრულება-დაწყების მახარობელივით იყო! იმ დღეს, რიგი თეთრ ბაბთიან გოგონას და მის თანაკლასელ ბიჭს მოუწიათ.მათი საკლასო ოთახი ეზოს წინა და გზის მხარეს გადაჰყურებდა. ის იყო, პირველი ზარი ჩამოკრეს, რომ თანასოფლელების კოლონა  ცენტრისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალნი შეამჩნიეს, სკოლის ეზოშიც ჩოჩქოლი ატყდა, დიდ-პატარა, ყველა მის სახელს გაიძახდა – ზვიადი ჩამოივლის. ზვიადი!..

დააგდეს ეს ზარს მობმული თოკი ბავშვებმა და  ამ ნაცნობ-უცნობებთან ერთად ცენტრისკენ გაიქცნენ. ცენტრი იქვე სკოლის ეზოს ესაზღვრებოდა. ხეებზე  უფროსკლასელები ამძვრალან და ტოტებზე საახალწლო ნათურებივით ჩამომსხდარან,ზოგი „მაღაზიის“ სახურავზე,ზოგი ეზოს ღობეზე იყო ჩამომჯდარი! საგანგებოდ ემზადებოდა ყველა, რომ ახლოდან დაენახათ ჩვენი დროის თანამედროვე გმირი!

ამდენის გააზრება და გაანალიზება ვერ მოახერხა გოგონამ, მაგრამ  ხვდებოდა და აცნობიერებდა ამ საერთო ღელვის მიზანს, გაუგია უფროსებისგან, ახლობლებისგან მასზე. მსუბუქი ავტომანქანა შენელდა… და ზუსტად  ბაფთიან გოგონასგან 10-15 მეტრი დაშორებით შეჩერდა! მინა ჩაწია ვიღაცამ, კარი გამოაღო და გადმოვიდა!

როცა ყველა მათგანი  მის ნახვას ახლოდან  ოცნებობდა, ზვიადი ბაფთიანი გოგონას წინ იდგა! ნაღვლიანი, გაფითრებული, მაგრამ მშვიდი და აუღელვებელი! თავზე ხელი გადაუსვა  გოგონას, შემდეგ კი მშვიდი ხმით  შეკრებილებს მიმართ – ჩვენ გავიმარჯვებთ, მეგობრებო! მადლობა გადაუხადა შეკრებილებს, ჩაჯდა მანქანაში და ნელ-ნელი სვლით ზუგდიდისკენ გაემართა. მახსოვს, ხალხის კოლონას ფეხდაფეხ დიდხანს მიუყვებოდნენ გოგონა და მისი კლასელები. მერე, თურმე დედისთვის უკითხავს, რამე გვაჩუქა ზვიადმა,რატომ  მივყვებით ყველა მის მანქანას უკან?

დედას ჩაეღიმა და მიუგო

  • თავისუფლება!!! …

რას გაიაზრებდა 6 -7 წლის გოგონა ამ სიტყვის მნიშვნელობას!!!

წლები გავიდა… დღეს, კი უფრო და უფრო ვხვდები, როგორ იცხოვრა ამ წუთისოფელში და აღესრულა სამშობლოსთვის!

მადლობა მას ამ მოპოვებული თავისუფლებისთვის!!! ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი, რომ მისი დაწყებული საქმე წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე!

მე, ისევ ის ბაფთიანი გოგონა დავრჩი, რომელიც 6 წლის ასაკში თავისუფლებას ეზიარა და დღესაც, ზვიადის გზის  ძიებაშია!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g