LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა გვეჩქარება, სად გვეჩქარება? ჯერ ჩავატაროთ კიდევ ერთი ორი მიტინგი. მივცეთ გზა ფართო თინა თოფურიას და მის მეგობრებს…” – თამარ ჟამურაშვილი ცერცვაძეს პასუხობს

210
BeFunky-collage (11)

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, თენგიც ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ამოქმედებას არ ელოდება.მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, რეგულაციების კიდევ ერთხელ შემოღებას არ ემხრობა.

“არ გინდა აცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს” – თენგიზ ცერცვაძე ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტზე

“რა გვეჩქარება, სად გვეჩქარება? ჯერ ჩავატაროთ კიდევ ერთი ორი მიტინგი. მივცეთ გზა ფართო თინა თოფურიას და მის მეგობრებს… ასტრაზენეკა ხომ ჩამოვწერეთ, ეხლა ფაიზერიც მივაყოლოთ, ან ეს წვრილმანი რა სალაპარაკოა საერთოდ?!

რა პრობლემაა, სულ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ყოველ დღე, მეტი ხომ არა?!
შარშან საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ შეზღუდვები ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს და ეკონომიკას ანგრევს?! ეს მართლაც დიდი

სიურპრიზი იყო ყველასთვის…

ჯერ ვიფიქროთ, კაარგად ვიფიქროთ, მერე გავაანალიზოთ ჯერ ცალკე, შემდეგ ჯგუფურად, მერე კიდევ ერთხელ გამოვიძინოთ და იქნებ გათენდეს დღე და მთავრობასაც აწყობდეს ეს ოხერი მწვანე პასპორტი…

უფალი თქვენსკენ!!”,- წერს თამარ ჟამურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g