LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იგულისხმეთ, აფხაზეთზე რომ თქვით განგრენა არისო – მოქალაქე ზურაბიშვილს

167

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან მისულ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, მოქალაქის კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.

ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ უარყო, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებული აზრი, თითქოს ის ამბობდა, რომ აფხაზეთი განგრენა იყო.

“-რა იგულისხმეთ აფხაზეთზე?

– არაფერი, ის რომ სამეგრელოს მეზობელია

– არა განგრენა არისო

– არ მითქვამს

–როგორ არა, ტელევიზორში მოვისმინე

–მე არ მითქვამს, ოქრუაშვილმა თქვა ჩემზე” – ეს დიალოგი შედგა გმიართა მემორიალთან სალომე ზურაბიშვილსა და ერთერთ მოქალაქეს შორის.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილთან დაკავშირებით, აღნიშნული განცხადება, ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა.

დღეს ზურაბიშვილი, გმირთა მემორიალთან თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ოცნების გუნდის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g