LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჯდება Wizz air-ის ქუთაისი–ლონდონის პირველი რეისით მგზავრობა?

18

Wizz air-ის საიტზე ქუთაისი–ლონდონის მიმართულებით ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.

ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით, კომპანია პირველ რეისს 18 ივნისს შეასრულებს. ამ რეისზე ბილეთის ფასი, ამ დროისთვის 243.99 ლარიდან იწყება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქუთაისი–ლონდონის მიმართულებით, ბილეთების ფასი 105 ლარიდან დაიწყებოდა.

“ფორტუნამ” Wizz air-ის ოფიციალურ საიტზე სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით ბილეთების ფასი გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ 190.99 თეთრი ამ დროისთვის შემოთავაზებულ საფასო კატეგორიებს შორის ყველაზე იაფია.

აღსანიშნავია, რომ Wizz air მოხმარებლებს ფასდაკლებებს ხშირად სთავაზობს, ასე რომ არ არის გამორიცხული, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული 105.99 ლარიანი ბილეთსაც წააწყდეთ, თუმცა, არა დღეს.

ამის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი ბრიტანეთის ვიზა სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა) დიდი ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ გაიცემა. შესაბამისად, სავიზო მოსაკრებელი სტანდარტულზე ძვირია და 220 აშშ დოლარს შეადგენს.

ასე, რომ თუ თქვენ Wizz air–ის პირველივე რეისით გსურთ ლონდონში გამგზავრება, ამისთვის დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, სულ მცირე 800 ლარის გადახდა მოგიწევთ.

Wizz air-ის ახალი მიმართულების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ გაასაჯაროვა, დღეს კი ახალი მიმართულების ოფიციალური პრეზენტაცია გამართა.

ქუთაისი–თბილისის მიმართულებით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის საიტზე: www.wizzair.com

Wizz air ქართველ მომხმარებლებს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას სთავაზობს ევროპის 9 ქვეყანაში.

თამთა უთურგაშვილი