სამეურნეო ბაზრების და ბაზრობებისა სტატისტიკა – აღნიშნული თემატიკა ბოლო წლების მიხედვით საკმაოდ აქტუალური გახდა, შესაბამისად, გაგაცნობთ ბიას (ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო) ონლაინ პლატფორმის მიხედვით სამეურნეო ბაზრებისა და ბაზრობების მიმართულებით არსებულ სტატისტიკას.
ბიას ბაზაში 25-მდე იურიდიული პირი ფიქსირდება. აღნიშნული საქმიანობის მიმართულებით, რამდენიმე იურიდიული პირის გარდა, ყველა მოქმედი კომპანიაა. ძირითადი რეგიონი, სადაც ყველაზე აქტიურად ფუნქციონირებს აღნიშნული ობიექტები – არის თბილისი, მაგრამ, სამეურნეო ბაზრები გვხდება ასევე შემდეგ რეგიონებშიც:
- იმერეთი
- ქვემო ქართლი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი
- გურია
- შიდა ქართლი
შესაბამისად, ამ დარგში ყველაზე მეტი დასაქმებული პირებიც სწორედ ამ რეგიონებში გვხდება, საშუალო მაჩვენებლის მიხედვით აღნიშნულ სფეროებში ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა მერყეობს 10-20 მდე დიაპაზონში. ხოლო ყველაზე ნაკლებად ბაზრები და ბაზრობები გვხდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. ზოგადად, თითქმის ყველა დარგის მხრივ, ეს რეგიონი ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, რაც ყოველთვის ნათლად ჩანს სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც.
ბიას ონლაინ მონაცემთა ბაზაში ბაზრების და ბაზრობების მიმართულებით არსებული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:
- 62% მცირე ზომის კომპანია
- 33% საშუალო ზომის კომპანია
- 5% მსხვილი ზომის კომპანია
1 წლის შუალედით ბრუნვის მიხედვით მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, საშუალო ზომის კომპანიების პროცენტული მაჩვენებლების ზრდა შეინიშნება 8%-ით.
სამეურნეო ბაზრების და ბაზრობების 72%–ს აქვს ღია ტერიტორია საკუთრებაში, რასაც გასცემს შემდეგ სხვადასხვა მოვაჭრე პირზე იჯარით. ხოლო დანარჩენი იურიდიული პირების 18%–ს, აქვს თავად იჯარით აღებული აღნიშნული ტერიტორია და ისე გაცემს ქვემოიჯარეებზე ფართებს. აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების 85%–ს უფიქსირდება ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე შენობა–ნაგებობებიც, შესაბამისად ვიღებთ მონაცემს, რომ ბაზრებისა და ბაზრობების უმეტესი ნაწილი არის გადახურული, ან ნახევრად გადახურული ტიპის სავაჭრო ობიექტი.
სამეურნეო ბაზრების და ბაზრობების საქმიანობით დაკავებული კომპანიების სამართლებრივი ფორმები შემდეგი სახით არის განაწილებული: სამეურნეო ბაზრების და ბაზრობების 80%–მდე, ანუ უმეტესი ნაწილი ფუნქციონირებს შპს–ს სამართლებრივი ფორმით, ხოლო 20%–მდე ინდ. მეწარმის სამართლებრივი ფორმით.
შეჯამების სახით მოგახსნებთ, რომ ბაზრების და ბაზრობების 80%-ს რეგისტრაცია 2000 წლამდე აქვს განხორციელებული, ახალი იურიდიული პირების რეგისტრაცია ამ სფეროში ბოლო წლებში საკმაოდ მცირე რაოდენობით გვხვდება.
ანალიზი
საქართველოში სამეურნეო ბაზრებისა და ბაზრობების თემატიკა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატურალური და ხარისხიანი პროდუქციის შეძენა სწორედ სამეურნეო ბაზრებშია შესაძლებელი.
ბიას მონაცემთა ბაზაში საქართველოს მასშტაბით 25-მდე იურიდიული პირი ფიქსირდება. მათი უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი, თუმცა აქტიურად არიან წარმოდგენილნი შემდეგ რეგიონებშიც: იმერეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, შიდა ქართლი. მათი ბიზნესმოდელი შემდეგია- ისინი საკუთრებაში არსებულ ფართს იჯარით გასცემენ მოვაჭრეებზე. ასევე არსებობენ მეიჯარეები რომლებსაც აქვთ თავად აღებული აღნიშნული ტერიტორია იჯარით და ისე გაცემს ქვემოიჯარეებზე ფართებს.
დარგის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს ჩართულობა ბოლო წლებში საკმაოდ მაღალია და გამოიხატება აგრარული ბაზრების კეთილმოწყობაში, ასევე მარეგულირებელი ორგანოს, კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლის გამკაცრებაში. თუმცა, მსგავსი აქტივობები არასაკმარიასია, ვინაიდან, ფიქსირდება უამრავი დარღვევა დაკავშირებული ანტისანიტარიასთან, ქიმიურ დანამატებთან და ასე შემდეგ.