რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ ისაუბრა.
რა პრიორიტეტები აქვს საბურთალოს გამგეობას?
- საბურთალოს რაიონის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში(2023-2024) ჯამში რეკრეაციული სივრცეები 14 მისამართზე მოეწყო. რეაბილიტირდა, ასევე ჩატარდა სკვერების ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები, რისთვისაც 16 184 074 ლარი დაიხარჯა.
- ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
აქტიურად გრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით კი დიდი ყურადღება ეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. საბურთალოს რაიონში მიმდინარე წელს 3 მასშტაბური პროექტი განხორციელდება: პეკინი N33,35,37 და 39ა კორპუსების მიმდებარედ – 5 000 კვ.მ ფართობზე;
ცინცაძის 50-სა და 79,81,83-ში – 4 500 კვ.მ ფართობზე;
ბრწყინვალე 1-ში – 12 000 კვ.მ ფართობზე;
თავდადებულზე – 2 ჰექტარ ფართობზე;
უახლოეს დღეებში გაიხსნება ახალი რეკრეაციული სივრცე ასმათისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე, რომლის ფართობია 5 000 კვ.მ ფართობზე.
- საგზაო ინფრასტრუქტურა – ბოლო 2 წლის განმავლობაში 80 მისამართზე განხორციელდა, 139 964 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა გზის საფარი და დაიხარჯა 15 084 868 ლარი;
- საბურთალოს რაიონი მოიცავს თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებსაც: სოფელი დიღომი, სოფელი თელოვანი, სოფელი დიდგორი და სოფელი ზურგოვანა. რა თქმა უნდა ცენტრალური საბურთალოსგან განსხვავებით, აღნიშნულ ტერიტორიებს განსხვავებული სპეციფიკა და საჭიროებები აქვთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს რომ, ხშირ შემთხვევაში შიდა კომუნიკაციებია მოსაწესრიგებელი, სადაც აუცილებელია კერძო პროვაიდერი კომპანიების ჩართულობა.
საბურთალოს რაიონში, აქტიურად გრძელდება წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება რომელშიც მოსახლეობის წვლილით ძალიან დიდია. მნიშვნელოვანია წავახალისოთ წიგნიერება, სწორედ ამიტომ ყაზბეგის 9-ში, „წიგნების ბაღი“ წიგნის ბუდეებით დაარსდა. მოსახლეობას შეუძლიათ, წიგნების ბუდეებიდან წაიღოს წიგნი, წაიკითხოს და შემდეგ სხვას გაუზიაროს. კარგი იქნება თუ მსგავსი ჩართულობა კვლავ გაგრძელდება და წიგნის კითხვით უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება.
- განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელიც სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, ასევე განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და მოხდა უსახური გარაჟების და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი.
რა გამოწვევები არსებობს რაიონში?
- ერთ-ერთი გამოწვევა ძველი, უსახური ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნაა. საბურთალოს რაიონში დღემდე საერთო ჯამში 350-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა 10 მისამართზე და მათ ნაცვლად სკვერები მოეწყო. მნიშვნელოვანია ამ კუთხით მოსახლეობის ჩართულობა.
- ალექსიძის ქუჩაზე 12 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდება საგზაო სამუშაოები. საწყის ეტაპზე ჯივიპი განახორციელებს სამუშაოებს კერძოდ, წყლისა და წყალარინების ქსელის სრულად რეაბილიტაცია მოხდება. ამორტიზებულია ჯივიპის ქსელი და შედეგად ზიანდება/იტბორება საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები. გამგეობის კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს საგზაო სამუშაოებს განხორციელებას და პროექტის ფარგლებში დაიგება 2ფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და პანდუსები და მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 800 000 ლარია.