LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა სინამდვილეში: ბრანჯელინას დაშორების საიდუმლო ცნობილია

113

როდესაც გასული წლის ბოლოს პრესაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების ამბავი გაისმა, ეს გახდა შოკი არამარტო წყვილის თაყვანისმცემლებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ბრანჯელინას შესახებ იცოდა. 2016 წლის 19 სექტემბერს ჯოლიმ განქორწინებაზე სასამართლოს მიმართა „ოჯახის სასარგებლოდ“. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯოლის დაშორება დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი და ამისათვის მალიბუზე მას სახლიც ჰქონდა ნაქირავები.

19 სექტემბერს დილით, ჯოლი და პიტი ექვსივე შვილთან ერთად საკუთარი თვითმფრინავით ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილდებოდნენ და სწორედ ბორტზე მომხდარი შემთხვევა გახდა საბოლოო წვეთი, რამაც ანჯელინა სასამართლოში მიიყვანა. გავრცელებული ვერსიით, ბრედმა უფროს ვაჟიშვილზე ხელი ასწია, თუმცა კვლევის შემდეგ ეს ვერსია უარყვეს. მეორე ვერსია ბრედის ალკოდამოკიდებულება გახდა: ამერიკულმა მედიამ გაარკვია, რომ ის რეჰაბშიც კი მკურნალობდა.

ეს უკანასკნელი ინფორმაცია დადასტურდა გუშინ გამოქვეყნებული ბრედის ინტერვიუშიც, სადაც ის აღიარებს, რომ ქორწინების ბოლო წელს ის სასმელს მიეძალა.

ასევე გაირკვა, რომ 19 სექტემბერს, როდესაც ოჯახი გასაფრენად ემზადებოდა, ჯოლიმ ბრედს გამოფხიზლება ურჩია, ხოლო თავის დამხმარეს ცალკე ავტომობილი მოსთხოვა, რომელიც მას და ბავშვებს სასტუმროში წაიყვანდა. ინსაიდერი ყვება, რომ როგორც კი თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა, ანჯელინამ შვილებს მანქანაში ჩაჯდომა კარის და დაბლოკვა უბრძანა. ამის შემდეგ მალევე მან სასამართლოს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა და ბრედი ერთად 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ჰოლივუდის ერთ-ერთ ლამაზ წყვილად მიიჩნეოდნენ. მათ 6 შვილი ჰყავთ: 15 წლის მედოქსი, 13 წლის პაქსი, 12 წლის ზაჰარა, 10 წლის შაილო და 8 წლის ტყუპები – ნოქსი და ვივიენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები