პოპ-ვარსკვლავი შაკირა ელ სალვადორში გამართული კონცერტის დროს მოულოდნელ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მომღერალი სცენაზე ასრულებდა თავის ჰიტს Shakira: Bzrp Music Sessions, Vol. 53, როდესაც მაყურებელთა შორის უცნაური დეტალი შენიშნა.
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება არტისტი ფანებს, როდესაც მოულოდნელად თვალები უფართოვდება და უკან იხევს. მიზეზი მალევე გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა დამსწრემ შეიტანა მისი ყოფილი პარტნიორის, ჟერარ პიკეს მუყაოს ფიგურა, რომელსაც ეშმაკის რქები და წითელი თვალები ჰქონდა გამოსახული.
ვიდეო სოციალური ქსელები ვირუსულად გავრცელდა და ამის მიზეზი მხოლოდ უხერხული და კომიკური შემთხვევა არ იყო. ფანებს შაკირას სახე რადიკალურად შეცვლილი ეჩვენა. მედიაში ვარაუდობენ, რომ 49 წლის კოლუმბიელმა ვარსკვლავმა სახეზე ინექციები გაიკეთა.
შაკირამ და პიკემ ურთიერთობა ოფიციალურად 2022 წლის ივნისში დაასრულეს, 11 წლიანი თანაცხოვრებისა და ორი შვილის შემდეგ. ყოფილ წყვილს ორი ვაჟი ჰყავს — მილანი (12) და საშა (10).
ჟერარ პიკემ სასამართლო პროცესზე შეყვარებული მიიყვანა


