LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგები აქვს კონტურულ პლასტიკას – სილამაზის აკადემია

537
მიხეილ-მაჭავარიანი

რა შედეგები აქვს კონტურულ პლასტიკას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა მიხეილ მაჭავარიანმა ისაუბრა.

რამდენად აქტუალური სეზონია კონტურული პლასტიკის ჩასატარებლად?

ახლა არის იდეალური სეზონი, გახდომისა და ვარჯიშის მიუხედავად რჩება ისეთი ზონები, საიდანაც რთულად მიდის ცხიმი. ეს არის ძირითადად გალიფეს და მუცლის ზონები, ამ დროს გამოიყენება კონტურული პლასტიკა, რაშიც შედის ლიპოსაქცია და აბდომინოპლასტიკა. აქ ჩვენს არ ვეხმარებით ადამიანებს წონის კლებაში, არამედ  ვახდენთ ფორმების გალამაზებას.

ცხიმის ამოყვანა როგორ ხდება?

ცხიმის დაშლა ხდება სხვადასხვა მეთოდებით მექანიკური, ულტრაბგერითი. თუ კანი ძალიან არის მოდუნებული და ლიპოსაქცია არ შველის, ამ შემთხვევაში ვატარებთ აბდომინოპლასტიკას, ეს ძირითადად ხდება მაშინ, როცა ორსულობის შემდგომ ქალებს აწუხებთ ჩამოკიდებული მუცელი. ამიტომ ორსულობამდე აბდომინოპლასტიკის ჩატარება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან აბდომინოპლასტიკის დროს ასევე ხდება მუცლის პრესის გამოყვანა, ორსულობის დროს კი ისევ იშლება ყველაფერი. ეს არის საკმაოდ შედეგიანი ჩარევა და პაციენტები კმაყოფილები არიან.