წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2,817 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა +19.9%), რაც 468 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872)დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.2%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.
