LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად: დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს

154
მთავრობა

დღეს ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად.

მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს.

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.

ამასთან, დღესვე  წარმოდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

მთავრობის ინფორმაციით, ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დაიწყო.

პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები:

3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის;

9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები;

3 თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.

მთავრობის შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g