„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, რადგან კანონი როცა მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციაშია გადასული:
პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, რადგან კანონი როცა მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. პრეზიდენტი ოპოზიციაშია გადასული.
როგორც ისინი არ იღებენ არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევეა პრეზიდენტიც, თუმცა მას დამატებითი ბერკეტი აქვს, რომ არმონაწილეობა ვეტოთი გამოხატოს და ამას აკეთებს“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.