LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა დავწერო, რომ ანგელოზი ბავშვის მშობლები ვანუგეშო…ვერაფერი, რადგან მეც იგივე მდგომარეობაში ვარ – ამდენი შეწყვეტილი სიცოცხლე, რატომ? სიკვდილო, ამ ანგელოზებს რას ერჩოდი: ლევან კბილაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

287
მელიტა ფურცელაძე

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში ეხმიანება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს ახლა ვერაფერი ანუგეშებს.

მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ

კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა

„რა უნდა დავწერო, რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ ამ ანგელოზი ბავშვის მშობლები ვანუგეშო არაფერი კი არა ვერაფერი, რადგან მეც იგივე მდგომარეობაში ვარ.

მარტო ერთი კითხვა მიტრიალებს თავში “რატომ” ??? რატომ ხდება ამდენი უბედურება???

ჯერ „მომავლის ბიჭი“, პატარა კიტა, მერე ლევანიკო, გუშინ ლაშა, დღეს მარიტა და ამ ოთხ თუ ხუთ თვეში კიდევ რამდენი შეწყვეტილი სიცოცხლე რატომ? რატომ? რატომ? თითოეულ მათგანი როგორი წარმატებული იყო !!! რამდენს გააკეთებდნენ, რამდენ სიხარულს მოუტანდნენ თავის ოჯახს და ქვეყანას!!!

რა ჰქვია ამას…ბედისწერააა??? ეს ეწერათ??? ასე უნდა დავეტოვებინეთ???

თუ სიკვდილო შორიდან გვიყურებ და იღიმები, გაიმარჯვე არა??? ჩვენ გასაგებია გაგვამწარე…მაგრამ ამ ანგელოზებს რას ერჩოდი… დაგვამარცხე არა??? ასეა ამას ჰქვია….

შეწყვეტილი სიმღერა“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g