LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა

811
Capture

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

თბილისის მერმა მომხდარი ტრაგედიის გამო, მშობლებს პირადად მიუსამძიმრა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„პოლიტიკური, ადამიანური, მორალური, იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას და პირადად კახა კალაძეს“ – ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერის გადადგომას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g