LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკური, ადამიანური, მორალური, იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას და პირადად კახა კალაძეს“ – ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერის გადადგომას ითხოვს

87
12C3D738-0129-4556-8D00-5D573DD22997

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, პოლიტიკოსები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება და შესაბამისად, ქალაქის მერს, კახა კალაძეს.

ოპოზიციის ნაწილი მომხდარის შედეგად კახა კალაძის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

შემზარავია, რომ ქალაქში, იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება – სახალხო დამცველი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილ ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება და ამის შედეგად დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

„უდიდესი ტრაგედია მოხდა დღეს. 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქში არსებულ კორუფციას, უსისტემობას, არაკომპეტენტურობას და ქაოსს.

„შადრევანი შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც“ – მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოძიებამ გამოკითხა

წლობით გაწელილი საგზაო-სარემონტო სამუშაოები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცობები, პარკინგის პრობლემები, ქაოსური მშენებლობა – ყველაფერი ეს არის მერი კალაძის და მისი გუნდის არაკომპეტენტურობის და კორუფციაში ჩართულობის შედეგი.

მომხდარ ტრაგედიაზე ყველანაირი პასუხისმგებლობა – პოლიტიკური, ადამიანური, მორალური, იურიდიული ეკისრება მერიას და პირადად კახა კალაძეს.

რადგან ქალაქის მერიაა როგორც სამუშაოების დამკვეთი, ასევე ის ორგანო, რომელმაც ჩაიბარა ობიექტი და პასუხისმგებელია შადრევნის გამართულ მუშაობაზე, ისევე როგორც რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვითხოვთ მერი კალაძისგან, რომ არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან!“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია.

როგორც მან თქვა, ამ მძიმე წუთებში, ხელისუფლებისგან სოლიდარობა არ იგრძნობა და საზოგადოებამ მასზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა ისწავლოს.

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

„ამ საკითხზე საუბარი მიჭირს, თან 7 წლის ბიჭი მყავს და შეიძლება, ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე ნებისმიერი მშობელი ყოფილიყო.

რბილად რომ ვთქვათ, მტკივნეულია. ამ მძიმე წუთებში ხელისუფლებისგან სოლიდარობასაც კი ვერ გრძნობ. მაგრამ, უნდა ვისწავლოთ და ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ავაღებინოთ. არა ინფრასტრუქტურული, არა სამეურნეო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

დიახ, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კალაძე მიხვდეს. მიხვდეს, რომ ყველაფერი ვიცით, როგორ გამდიდრდა და ა.შ. პირდაპირ გეუბნებით, მე რომ ახლა მერი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი. იმიტომ, რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა.

საზოგადოების ნაწილი დამიჯერებს, ნაწილი არა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? ეს ყველაფერი კორუფციის შედეგია.

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

კორუფცია კლავს, ის მოწიკწიკე ბომბია. ყველა გარემოში, პარკსა და თითქოს ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას ტრაგედიად იქცევა და კორუფცია ამას გულისხმობს, ხარისხი რომ იკლებს, ფულს რომ იპარავ.

კორუფცია ლამაზად და დახვეწილად ჟღერს. ეს ხალხი ფულს იპარავს. კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მან ტვირთად უნდა აიღოს. პროექტის რომელიმე რიგით განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხა არ გამოვა.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ექიმი დაშავებულ მეორე ბავშვზე: ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.