LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა უნდა იცოდეთ იოდზე, როგორ დაიცვათ თავი რადიაციისგან“ – გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

731
giorgigogoberidze214-2021-04-21_08-02-40_394038

ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას ძალიან საინტერესო და საჭირო რჩევებს უზიარებს, თუ როგორ მოიქცნენ რადიაციული დონის მატებისას და როგორ უნდა დაიცვან თავი რადიაციის ზემოქმედებისგან.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რადიაციისგან თავდაცვის საპრევენციო უნივერსალური საშუალებები არ გვაქვს, ერთ-ერთი საშუალება, რაც  ასეთ დროს გამოიყენება, ოღონდ ისიც უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად, იოდი გახლავთ. იოდი ეს არის ელემენტი, რომელიც მეშვიდე ჯგუფში მდებარეობს. ატომური სადგურის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ატმოსფეროში რადიოაქტიური იოდი გამოიფრქვეს, რადიოაქტიურმა იოდმა კი შესაძლოა  ფარისებრი ჯირკვალი დააზიანოს, რადგან სწორედ ფარისებრი ჯირკვალი არის ის ორგანო, რომელიც იყენებს იოდს, ოღონდ ფარისებრი ჯირკვალი იყენებს ჩვეულებრივ იოდს, იოდ 127-ს, რომელიც არის სტაბილური იოდი და ფარისებრ ჯირკვალს სჭირდება, რომ წარმოქმნას ჰორმონები თიროქსინი და ტრიოთირონინი, მაგრამ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური იოდის მოხვედრისას, შესაძლოა იოდი 131 ჩალაგდეს ფარისებრ ჯირკვალში, რამაც შემდგომ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები გამოიწვიოს.

რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ვითარდება პაპილარული კარცინომა, უფრო დიდი რისკია ქალების და ბავშვების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სიმსივნე რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. იოდ 131-ისგან თავის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ იოდის სტაბილური იზოტოპი იოდი 127, რომლის კლასიკური წყაროც კალიუმის იოდიდი გახლავთ. მნიშვნელოვანია წამლის სწორად მიღება და სწორი დოზირება, არავითარ შემთხვევაში არ ვიღებთ წამალს წინასწარ, ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდება რადიაციის მომატებული დონე, თუ რადიაცია გაზრდილი არ არის წამლის მიღების საჭიროება არ არსებობს.

ზრდასრული ადამიანისთვის დოზა გახლავთ 130 მგ , ერთხელ დღეში, თუ გარკვეული მიზეზის გამო ადამიანს ამხელა დოზის მიღება არ შეუძლია, მაშინ მიიღება 65 მგ, დღეში ორჯერ. (ეს დოზა 700-ჯერ მეტია პროფილაქტიკურ დოზაზე). FDA-ს მიხედვით ერთ თვემდე ასაკის ბავშვებში დოზა უნდა იყოს 16 მგ, 1 თვიდან 3 წლამდე – 32 მგ, 3 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში – 65 მგ.

სამწუხაროდ, საქართველოში აღნიშნული პრეპარატი ამ დოზებით არ იყიდება. ჩვენთან შეიძლება ნახოთ იოდის 5 %-იანი წვეთები. მომატებული რადიაციის დროს 5%-იანი იოდის წვეთების დოზირება შემდეგნაირი გახლავთ, ზრდასრულებში 40-50 წვეთი, გახსნილი წყალში ან რძეში, ერთხელ დღეში, ბავშვებში 20-25 წვეთი, ერთხელ დღეში. გამოიყენება იოდის ბადეებიც, უფრო მეტად ზურგზე და გულ-მკერდზე, თუმცა ამ შემთხვევაში იოდის ათვისება ძალიან დაბალია და ნაკლებ ეფექტურია. კალიუმის იოდიდის თვითნებურად მიღება არ შეიძლება, რადგან თუ რადიაციამდე მივიღებთ ზიანი უფრო მეტი იქნება ვიდრე სარგებელი. მან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, სიალადენიტი, გასტრიტი, დუოდენიტი, დიარეა, მძიმე ალერგიული რეაქციები. აღსანიშნავია, რომ კალიუმის იოდიდი იცავს მხოლოდ და მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალს და არ იცავს სხვა ორგანოებს.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები