LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს სამი წლის  ასაკში, რომ მან მომავალში გუნდური მუშაობა შეძლოს – ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები

198
natamefarishvili20345

ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებს 2 წლიდან 3 წლამდე გაზიარების უნარ-თვისებები ჩამოუყალიბდეთ. ფსიქოლოგი გვირჩევს, ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ მშობლები, რადგან ამან შესაძლოა მომავალში, ძალიან ეფექტური შედეგები მოგვცეს:

უფროსი, რომელიც იქვეა, უნდა ჩაერთოს პროცესში,​ სანამ ბავშვი ისწავლის, რომ განაწილება პრობლემა არ არის. ის, რომ ბავშვმა სათამაშო მიაწოდა ვიღაცას და ცოტა ხნით უნდა დააცადოს, რომ ხელში ჰქონდეს, არის მნიშვნელოვანი. ხშირია ხოლმე, რომ ამ აურზაურში მშობლები ისევ გამოართმევენ გაცემულ სათამაშოს, ამშვიდებენ სათამაშოთი ატირებულ ბავშვს, რომელიც ფეხებს აბაკუნებს. ეს იწვევს იმ ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას, რომ თუ ფეხს დავაბაკუნებ და მუშტებს დავაბრახუნებ, თავს კარგად დავიმკვიდრებ.

ორი წლის და ორი თვის ასაკში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო მქონდეს მე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ვთამაშობ, მე ვიყო ლიდერი, ყურადღება მომაქციონ, როდესაც ვითხოვ. რადგან არ ვიცი ადეკვატურად გამოხატვა ჩემი მოთხოვნების, ​ვიწყებ ისეთი ქცევის გამოვლენას, რომელსაც აგრესიულს ვეძახით და მარტივად იქცევს ყურადღებას. სასურველია, რომ უფრო პოზიტიური ქცევები: განაწილების ქცევა, რიგის დალოდების ქცევა ჩვენს შვილებს კარგად ავუხსნათ. თუ ბავშვი სხვას არ გადასცემს ამ სათამაშოს, გამოვართვათ და ვუთხრათ: „ახლა ჩვენ სათამაშოს ცოტა ხნით ვათხოვებთ”.

ორი წლის და ოთხი თვის რომ იქნება ბავშვი, ნელ-ნელა ეს უნარი უნდა ჩამოვუყალიბოთ. ​სამი წლის ასაკში მას უნდა შეეძლოს ჯგუფური თამაში, ნივთების გაზიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მოგვიანებით მომიწევს თანამშრომლებთან გუნდური და ჯგუფური მუშაობა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მე ეს არ გამომდის. რომ დავფიქრდები, მივხვდები, რომ ბავშვობაში რაღაც ისე არ იყო, როგორც საჭირო იყო“, – ამ თემებზე ნატა მეფარიშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g