LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია“- უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

176
დიმიტრი გორდონი 2

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი კიევიდან თბილისში დღეს დილით გამოფრინდა, თუმცა მან ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა ვერ მიიღო.

„ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია,“ – წერს დიმიტრი გორდონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში არ შეუშვეს.

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

გარდა ამისა, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დიმიტრი გორდონის გარდა, საქართველოში არ შემოუშვეს მისი მეუღლე ალისია ბაცმანი, უკრაინის მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც თბილისში გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად მოდიოდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, თბილისში არ შემოუშვეს რადას დეპუტატიც.

დღეს კი, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავადაც შეფერხებით შემოვიდა, რადგან მისი სიტყვებით, მესაზღვრეები აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g