LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც შეეხება ცნობილ სახეებს: სპორტსმენებს, მომღერლებს, წამყვანებს… თქვენ დღეს, უკვე ვერ წერთ 4 სიტყვას – „არა რუსეთს“ და „ძალა ერთობაშია“, თქვენ ამას ვერ წერთ“ – ნანკა კალატოზიშვილი

193
ნანკა კალატოზიშვილი

„რაც შეეხება ცნობად სახეებს, სპორტსმენებს, მომღერლებს წამყვანებს და ა.შ, არ გამუნათებთ, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ: დღეს, როდესაც თქვენ ნეიტრალურ პოსტებს წერთ, ღირსებით მიდიხართ ევროპისკენ და ევროპა გეუბნებათ, რომ ამ გზაზე ღირსებით, ამ კანონით ვერ შემოხვალ, უმაღლესში თუ გინდა ჩაბარება გამოცდები უნდა ჩააბარო, რომელ ღირსებაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?!“, – ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„და კიდევ ერთი, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და მგონია, რომ არც დაფიქრებულხართ ამაზე, თქვენ ამ ნეიტრალური პოსტებით, დღეს უკვე ვერ წერთ ამ 4 სიტყვას: „არა რუსეთს“ და „ძალა ერთობაშია“, თქვენ ამას ვერ წერთ, კანონი მიღებული არ არის და ეს არ შეგიძლიათ გააკეთოთ…

როცა იცი, რომ მართალი ხარ, რაც არ უნდა გეძახონ, რაც არ უნდა დაგაბრალონ, მაგრად გკიდია“

„არა რუსეთს და ძალა ერთობაშია, თქვენ ამას ვერ წერთ“, — ნანკა კალატოზიშვილი

„რაც შეეხება ცნობილ სახეებს: სპორტსმენებს, მომღერლებს, წამყვანებს… თქვენ, დღეს, უკვე ვერ წერთ 4 სიტყვას. არა რუსეთს და ძალა ერთობაშია, თქვენ ამას ვერ წერთ“, — ნანკა კალატოზიშვილი

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები