LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Radiohead ,,ფორტუნას” ობიექტივში – კადრები საკულტო ბენდის კონცერტიდან, რომელიც მადრიდში გაიმართა

141
photo-collage.png

7 წლის შემდეგ, Radiohead ევროპულ ტურნეში იმყოფება. ბოლოს ბენდმა კონცერტები ევროპის მასშტაბით, 2017 წელს გამართა. ტურნე ჯგუფის წევრების ხელახლა გაერთიანებას აღნიშნავს, რადგან 2018 წლის შემდეგ მათ ამ ჭრილში, შემოქმედებითი პაუზა ჰქონდათ აღებული.

როგორც ცნობილია, ტურნეს განმავლობაში ინგლისური ჯგუფი 20 კონცერტს ჩაატარებს და ისეთ ქვეყნებში იმღერებს, როგორებიცაა: ესპანეთი, იტალია, ინგლისი, დანია და გერმანია. თითოეული ქვეყანა კოლექტივის ოთხ-ოთხ შოუს უმასპინძლებს.

ტურნე 4 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გასტანს.

ტურნეს პირველი პერფორმანსით, Radiohead მადრიდში წარდგა. გამხსნელ საღამოზე ბენდმა ტომ იორკის, კოლინ გრინვუდის, ედ ო’ბრაიენის, ფილი სელუეისა და ჯონი გრინვუდის ორიგინალური შემადგენლობით, სცენაზე დაბრუნება გრანდიოზულად აღნიშნა.

Movistar Arena-ზე შეკრებილ ჯგუფის 15 000 მსმენელს შორის, ,,ფორტუნას” მუსიკალური წამყვანი, მანჩო ქარსელაძეც აღმოჩნდა, რომელმაც კონცერტიდან შთამბეჭდავი კადრები გაგვიზიარა.

ვიდეოებში ჩანს, რომ პუბლიკა კოლექტივის ,,ქამბექს” აპლოდისმენტებითა და ხმაურიანი ოვაციებით შეხვდა. სანახაობისთვის არენას ცენტრში წრიული, ეკრანებიანი სცენა მოეწყო, რათა ფანებს ყველა მხრიდან შეძლებოდათ წლების შემდეგ ფავორიტი მუსიკოსების ერთად ხილვით ტკბობა და სიამოვნების მიღება.

მანჩოს თქმით, ,,გრემის” 6-გზის ლაურეატმა ბენდმა ყველა დროის საუკეთესო ჰიტები შეასრულა და აუდიტორია დროში ამოგზაურა.

Radiohead 1985 წელს, ებინგდონში ჩამოყალიბდა. სადებიუტო სტუდიური ალბომი – Pablo Honey ბენდმა 1991 წელს გამოუშვა. ამჟამად, ჯგუფის დისკოგრაფია ცხრა ფირფიტას აერთიანებს, რომელთაგან ბოლო – A Moon Shaped Pool, 2016 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები