„ჩემთვის ძალიან რთულია ასეთ ამპლუაში ყოფნა. ძალიან ბევრი შეიძლება ბუბაზე, მის განვლილ ცხოვრებასა თუ მის შემოქმედებაზე ვისაუბროთ, არა მარტო დღეს..“,- ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„ბუბა მართლაც ეპოქალური ადამიანი გახლდათ, რომელმაც მის მეგობრებთან ერთად, ფაქტობრივად, მუსიკალური კულტურა შექმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც.
საოცარი ნიჭის კაცი იყო ბატონი ბუბა. ეს ყველაფერი ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული. მისი არტისტიზმი, მისი გამოსვლა სცენაზე არაორდინარული, იმპროვიზებული იყო და ასეთი იყო ბუბა ცხოვრებაშიც.. მიჭირს საუბარი, ერთი ვიცი, რომ რაღაც ეპოქა ნამდვილად დამთავრდა ბუბასთან ერთად, მაგრამ ვიცი, რომ დაიწყება ახალი ეპოქა, ისევ ბუბასთან ერთად. ღმერთმა აცხონოს მისი სული“, – თქვა მერაბ სეფაშვილმა.
საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ.
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში, სადაც სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“