LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა“ – ნარსია განმარტავს, რატომ ითხოვდა ანკესს და რუსეთის დროშას

241
Untitled design (4)

20 სექტემბერს, ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას პირველი ჩვენება ვრცელდება.

„ბრალდებულს სურს, სასამართლოს გირაო შესთავაზოს“ – „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი

ჩვენებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, დაკავებული განმარტავს, თუ რისთვის სჭირდებოდა ანკესი, რომელსაც ის 2 მილიონ დოლართან, ვერტმფრენთან და რუსეთის დროშასთან ერთად ითხოვდა.

„ბომბები აქვს დადებული, როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდება“ – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონი დოლარის გარდა, ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს

„ბანკში მყოფი ადამიანები მძევლად ავიყვანე. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე, ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა.

მე ასევე მოვითხოვე, ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესი, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა. მითხრეს, რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას.

ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა, თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს“, – აღნიშნა ნარსიამ.

მისივე განცხადებით, თანამზრახველი არ ჰყოლია და მარტო მოქმედებდა:

„დაკავების დროს წინააღმდეგობა გავუწიე, მივიღე დაზიანებები, აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით მე პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ გამაჩნია. მე ვაღიარებ იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს, ჩემ მიერ მითითებულ ბანკზე თავდასხმის ფაქტს, მძევლების ხელში ჩაგდებას. გულწრფელად ვნანობ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას და გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ. ყოველივე აღნიშნული ჩავიდინე მარტო და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში სხვა ვინმე პირს რაიმე ფორმით თანამონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა ნარსიამ.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 37 წლის გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა 20 სექტემბერს 10-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

თანამზრახველი არ ჰყოლია, მარტო მოქმედებდა.. წინააღმდეგობა არ გაუწევია და სახეზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, შესაძლოა, დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი

„შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.. ტანზე რაც ჰქონდა სათამაშოებიდან იყო აწყობილი“ – ადვოკატი თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g