LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც უკეთური ძალა მოემართება ჩვენკენ“ – „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეათე სეზონიდან პირველ ფოტო გავრცელდა

110
40307516-0-image-a-41-1615401331671

2020 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ  „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეათე სეზონში მარტო სახლის“  ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი გამოჩნდებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ რეჟისორმა, რაიან მერფიმ სოციალურ ქსელში გადაღებებიდან პირველი ფოტო გაავრცელა.

„რაღაც უკეთური ძალა მოემართება ჩვენკენ“, – ასე დაასათაურა ფოტო, რომელზეც მაკოლეი კალკინი და ლესლი გროსმენი არიან აღბეჭდილი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ryan Murphy (@mrrpmurphy)

ცნობისთვის, ახალ სეზონში მათთან ერთად სარა პოლსონი და კეტი ბეიტსიც გამოჩნდებიან. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი კალკინთან ახლო ურთიერთობაში იქნება. როგორც რეჟისორმა განაცხადა, კეტის და მაკოლეის სერიალში ინტიმური კავშირი ექნებათ.

„როდესაც მაკოლეის როლი შევთავაზე, ვუთხარი, რომ მის პერსონაჟს კეტი ბეიტსთან გადარეული სექსი ექნებოდა ისიც დამთანხმდა და მითხრა, როგორც ჩანს, ამ  როლისთვის ვარ დაბადებულიო“, – აცხადებს რეჟისორი.

ცნობილ სერიალში მაკოლეი კალკინისა და კეტი ბეიტსის ინტიმურ სცენას ვიხილავთ

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ახალ სეზონს, თუმცა როგორც ჩანს, გადაღებები უკვე დაწყებულია.