მსახიობი რაიან რეინოლდსი სტუდია Legendary-ის ახალ ფილმში დეტექტივ პიკაჩუს განასახიერებს. ფილმი პოკემონების შესახებ იქნება და რეინოლდსს მასში პარტნიორობას ჯასტის სმიტი და კეტრინ ნიუტონი გაუწევენ. ფილმის რეჟისორი კი რობ ლეტერმანი იქნება.
პროექტს „დეტექტივი პიკაჩუ“ ერქმევა და მისი გადაღებები სტარტს 2018 წლიდან ლონდონში აიღებს.
სიუჟეტის მიხედვით, რეინოლდსის გმირი ერთ-ერთი პერსონაჟის გატაცებულ მამას ეძებს.