რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ყველაზე ეპატაჟური წყვილი, კანიე უესტი და ბიანკა სესნორი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს.
„ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ სენსორი უესტისგან 5 მილიონ დოლარს მიიღებს“, – აცხადებს ინსაიდერი.
რეპერთან დაახლოებული წყარო იმასაც ადასტურებს, რომ წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს და სულ მალე ოფიციალურად განქორწინებას გეგმავს.
ცნობისთვის, ბიანკა და კანიე 2022 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.
