„სამი წლის შემდეგ, ამერიკიდან როცა არდადეგებზე ჩავედი საქართველოში – ყველაზე მეტად მეშინოდა და მტკიოდა ეს დღე.. როცა ჩემი გენიალური მეგობრის და მაესტროს, ლევან შენგელიას საფლავზე უნდა მივსულიყავი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, მალიბუ ტუღუში წერს და ემოციურ ფოტოს ავრცელებს.
ფოტო გარდაცვლილი პიანისტსა და კომპოზიტორის, ლევან შენგელიას საფლავზეა გადაღებული.
პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა – „ადამიანი მუსიკა გაფრინდა… ერთად გავიზარდეთ, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ, შენი შემოქმედება დიდხანს დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიას“
აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერალი ემოციურად იხსენებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანის გაცნობის ისტორიას და წერს, რომ ლევან შენგელია იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მასში, როგორც მომღერალში ხედავდა ნიჭიერებას:
„არც მახსოვდა რომ ეს ფოტო მქონდა. ჩემი მაესტროს.. ჩემი ლევან შენგელიას..
არ მიყვარს მსგავსი პოსტები, მაგრამ უნდა დავწერო რაღაც.
სამი წლის შემდეგ, ამერიკიდან როცა არდადეგებზე ჩავედი საქართველოში – ყველაზე მეტად მეშინოდა და მტკიოდა ეს დღე.. როცა ჩემი გენიალური მეგობრის და მაესტროს საფლავზე უნდა მივსულიყავი.
ლევანი რომ გარდაიცვალა, მაშინ ვერ გავაცილე ბოლო გზაზე და თითქოს მაინც მჯეროდა სადღაც გულის სიღრმეში რომ ცოცხალი იყო..
ლევანი ამერიკაში ჩამოსვლიდან, ერთ თვეში გავიცანი. ყველაზე რთული დღეები როცა მქონდა, ცრემლიანს რომ დამინახავდა, მეტყოდა „მალკა, არ აყვე გრძნობებს. გაიხსენე აქ რისთვის ხარო”
ერთხელ მითხრა „იცოდე, ამ ქვეყანაში არავის ენდო, შენი ერთადერთი მეგობარი ახლა მე ვარო” ყველა სიტყვას, ყველა საქმეს, ყველაფერს მას ვუზიარებდი და ვეკითხებოდი აზრს. ვუჯერებდი.
ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, 18 წლიდან მისმენს ჩემი ქვეყანა და მიყურებს.. რამდენ მუსიკოსთან მქონია შეხება. მეგობრული, საქმიანი.. ერთი ადამიანიც კი არ მახსოვს ვინც მაფასებდა როგორც მუსიკოსს. ლევანი იყო ერთადერთი რომელიც ხედავდა ჩემში რაღაც ძვირფასს, როგორც მომღერალში. ის იყო ერთადერთი ვინც დამარწმუნა, რომ ბევრად მეტი შემიძლია როგორც მუსიკოსს.. რომ საკუთარი ნიჭის უნდა მჯეროდეს. ალბათ, ყველაზე მეტად ამიტომ მიყვარდა და მიყვარს რომ ჩემი სჯეროდა. მაფასებდა და არ მტოვებდა.
ლევანისთან მხოლოდ სამი წელი მეგობრობის უფლება მომცა ღმერთმა.. მაგრამ მადლობელი ვარ. სულ ვიამაყებ რომ მისი მეგობრად ყოფნის ბედნიერება მხვდა წილად.
გამიჭირდა მის საფლავზე დიდხანს გაჩერება.. უსამართლოა ეს სამყარო.
მიყვარხარ მაესტრო“ – წერს მალიბუ ტუღუში.
ცნობისათვის, მუსიკოსი ლევან შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 წლის ასაკიდან ის აშშ-ში ცხოვრობდა. სხვადასხვა დროს პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში. პარალელურად, იყო საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტების, მათ შორის, მუსიკალური საღამოების -„ჯადოსნური ღამე“ – ორგანიზატორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Piano School of New York City-სა და Anselmo Academy of Music and the Arts-ში.
როგორც ცნობილია, მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.
ვიდეო: „ძალიან მიყვარხარ გენიოსო! ეს კომპოზიცია ყველაზე მეტად გვიყვარდა, რას არ გავიღებდი ახლა ისევ შენთან ერთად მამღერა… ძალიან დიდი მადლობა, მაესტრო, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ჩემი შესაძლებლობების დაჯერებისთვის“ – მალიბუ ტუღუში ლევან შენგელიას ემოციურად ემშვიდობება
„მალკა, დაიმახსოვრე – ამერიკაში მე შენი ნამდვილი პირველი მეგობარი ვარო, იცოდი თქმა. მართლა ეგრეა ლეო“…
არც მახსოვდა რომ ეს ფოტო მქონდა. ჩემი მაესტროს.. ჩემი ლევან შენგელიას.. არ მიყვარს მსგავსი პოსტები, მაგრამ უნდა დავწერო…
Posted by Maliibu Tugushi on კვირა, 03 აგვისტო, 2025