LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ეხმარება პიგმენტაციის ალაგებაში აპარატურული პროცედურები – სილამაზის აკადემია 

722
ქეთი-მაჭავარიანი

რამდენად ეხმარება პიგმენტაციის ალაგებაში აპარატურული პროცედურები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.

რამდენად გვჭირდება ზაფხულის შემდეგ სახის კანის მკვდარი უჯრედებისგან გასუფთავება? 

შემოდგომის სეზონი, სახის კანის აქტიური მოვლის პერიოდია, სწორედ ამ დროს ხდება ზაფხულის მზით გამოწვეული არასასურველი შედეგების ალაგება და კანის გაჯანსაღება…ნამზეურის შემდეგ, აუცილებელია კანის ექსფოლაცია, განახლება და დატენიანება. ამისათვის საჭიროა კანის გასუფთავება დაგროვილი მკვდარი უჯრედებისგან და ტენიანობის ბალანსის აღდგენა. 

რამდენად ეხმარება პიგმენტაციის ალაგებაში აპარატურული პროცედურები? 

ზაფხულის შემდეგ აქტუალური ხდება მზის მიერ გამოწვეული ლაქების ალაგება. ამისათვის მივმართავთ აპარატურულ პროცედურებს, როგორიცაა ფოტოგაახალგაზრდავება, რაც ეფექტურად აღიავებს არსებულ პიგმენტებს კანზე… 

ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ ქიმიური პილინგების კომბინაციას, როგორც კანის განახლებისთვის, ასევე ლაქებთან სამკურნალოდ. 

როგორ ეხმარება კანს ასეთ დროს ინიექციური პროცედურები? 

არსებობს გამაღიავებელი კოქტეილები, რომელთა გამოყენება კარგია ლაქრბოს დროს. 

პროცედურები ტარდება კურსის სახით და საჭიროა პროფილაქტიკურად შემანარჩუნებელი ეფექტის გასაძლიერებლად პერიოდულად მათი გამეორება. 

აღსანიშნავია სახლის პირობებში რუტინა. 

შემოდგომის სეზონზე ვცლით პროდუქტებს და გადავდივართ გამაღიავებელ პროდუქტებზე, ლაქების არსებობის შემთხვევაში. აუცილებელი პირობა არის სპფ-ის გამოყენება.