LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად თავსებადია დერმატოლოგია და ესთეტიკური კოსმეტოლოგია ერთმანეთთან – სილამაზის აკადემია

459
ზაზა-თელია

რამდენად თავსებადია დერმატოლოგია და ესთეტიკური კოსმეტოლოგია ერთმანეთთან – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზისა აკადემია“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.

როდის არ შეიძლება სახის წმენდის პროცედურის ჩატარება?

ზოგადად კოსმეტოლოგია არის დერმატოლოგიის განუყოფელი ნაწილი, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ჩვენებები. თუ პაციენტს აქვს გარკვეული ტიპის პრობლემა, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება იყოს ფარმაკოლოგიური გზით, როდესაც გამოვიყენებთ მედიკამენტებს, წასასმელი საშუალებებით, ან ინტერვენციებით, ანუ ჩარევით, კოსმეტოლოგია ითვლება ინტერვენციის მიმართულებად.

კოსმეტოლოგია განვითარებადი დარგია და მარკეტინგულად მომგებიანია. აუცილებელია რაციონალური მიდგომა, თუ ვის სჭირდება და არ სჭირდება.

სახის წმენდის პროცედურა რეკომენდებული არ არის, თუ რამდენიმე გამონაკლისზე არ ვისაუბრებთ. არსებული კომედონები, ანუ ეგრეთ წოდებული ფერიმჭამელები. თუ ჩვენ განვახორციელეთ მათი მექანიკური ამოღება, მათ აქვთ უნარი მოხდეს უფრო მეტი ჩალაგება.

როდესაც ჩვენ კომედონებზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს რომ პაციენტს აქვს აკნე, რადგან აკნე იწყება სწორედ კომედონებით. ამას სჭირდება მკურნალობა გელის ტიპის მალამოს სახით, ან გამოიყენება სისტემური მკურნალობის მეთოდი. დახურული კანქვეშა კომედონების დროს, როდესაც მას მედიკამენტი ვერ ერევა, შესაძლებელია პაციენტი გავუშვათ კოსმეტოლოგთან და დავიხმაროთ ეს პროცედურა.

რაც შეეხება ინიექციურ პროცედურებს, ქალბატონებში მეტად მოთხოვნადია…

ინექციური მეთოდები კოსმეტოლოგიაში არის მოთხოვნადი და პოპულარული. მათ მიმართავენ კანის გაახალგაზრდავებისთვის. ასევე, ნაწიბურების მოსაგვარებლად.

თუ გაახალგაზრდავების კუთხით ვიტყვით, სამი ყველაზე პოპულარული პროცედურა ეს არის: კანის აუგმენტაცია, ეგრეთ წოდებული ფილერები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის არსებობს. ასევე, ბიორევიტალიზაცია, რომელიც შრეობრივად სხვა შრეებზე მუშაობს, მესამე ეს არის ბოტულინოტოქსინის ინექცია. სამივე მეთოდი კანის გაახალგაზრდავების კუთხით გამოიყენება.

ყველაზე უსაფრთხო პროცედურად ითვლება ბოტულონოტოქსინის ინექცია, ეგრეთ წოდებული ბოტოქსი. ის გამოიყენება ბევრი მიმართულებით. მიმიკური ნაოჭების მკურნალობის კუთხით ერთ-ერთი უსაფრთხო მეთოდია, როდესაც გამოყენებულია მაღალი ხარისხის პრეპარატი და პროცედურას ატარებს გამოცდილი ექიმი.