რამდენია კალორიების სწორი რაოდენობა და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენ გვინდა წონაში დაკლება და არ ვაპირებთ ფიზიკურ აქტივობას?
კალორიების სწორი რაოდენობის შესახებ Buli Cker-თან ენდოკრინოლოგი, შოთა ჯანჯღავა საუბრობს.
„თუ ჩვენ გვაქვს საოფისე სამსახური და არ გვაქვს ფიზიკური აქტივობა, დაახლოებით საშუალოდ, რომ არც მოვიმატოთ და არც დავიკლოთ წონაში არის დაახლოებით 2000-2500 კალორიის ფარგლებში, მამაკაცთან ცოტა მეტი, ქალთან ცოტა ნაკლები კუნთური მასიდან გამომდინარე. თუ ჩვენ გვინდა წონაში დაკლება და არ ვაპირებთ ფიზიკურ აქტივობას, მაშინ უნდა გამოვაკლოთ 500 კალორია ამ მაჩვენებელს (2000-2500). თუ ჩვენ წონაში მატება გვინდა პირიქით, უნდა მივამატოთ 500-600 კალორია. 1500-1300 კალორიის ქვემოთ ჩამოსვლა რეკომენდებული არ არის სახლის პირობებში“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.
