LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში, პოლიტიკურ საბჭოზე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ: დეკანოიძე

87
ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღეში, შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო, სადაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში – ამ კითხვის საპასუხოდ დეკანოიძემ პარტიის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ” ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ახალ ვითარებაში, უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აჩვენოს რეალური განსხვავება “ქართულ ოცნებასთან”:

“ჩემი არგუმენტია, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ახალ ვითარებაში, ამ ახალ გარემოებაში უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ რეალური განსხვავება “ქართულ ოცნებასთან”. ამიტომ, თვის ბოლოს, დაახლოებით რამდენიმე დღეში, შაბათს, ან კვირას მოწვეული იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო, ჩვენ იქ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.” – თქვა პოლიტიკოსმა.

დეკანოიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებები მათთვის საინტერესო არ არის, ენმ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და მისი გადაწყვეტილებაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

“ნაციონალური მოძრაობა” დილემის წინაშეა, პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია: ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” და ირაკლი ღარიბაშვლის განცხადებები ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და მისი გადაწყვეტილება, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა დესტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს ღარიბაშვილი, ჩვენთვის ამ შემთხვევაში, ყველაზე ნაკლებად გასათვალისწინებელია.” – თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა ძალიან რთული მდგომარეობაში და დილემის წინაშეა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის წევრებისთვის, ახლა პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემურია.

პოპულარულები