LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში, თბილისი-დუბაის ავიარეისები აღდგება

100
download

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai 28 იანვრიდან საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს და მგზავრებს როგორც დუბაი-თბილისის, ასევე თბილისი-დუბაის მიმართულებაზე მოემსახურება. თებერვალში ჩარტერული რეისები ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება: დუბაი-თბილისი 12:30 – 16:00, თბილისი-დუბაი 17:00 – 20:20.

შეგახსენებთ, flydubai-მ საქართველოს მიმართულებით რეისები 2020 წლის მარტიდან შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები