ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე გადაცემაში „ღამის პრაიმ ტაიმი” პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კითხვა: როდის მოგყავს ცოლი, მისთვის მიუღებელია.
გადაცემაში ნინო ჩხეიძემ მას სწორედ ეს კითხვა დაუსვა, რაზეც გიორგი ნაზღაიძემ უპასუხა:
„ვფიქრობ, რომ ჩემთვის კითხვა: როდის მოგყავს ცოლი, მიუღებელია. იყო მცდელობა, მაგრამ ოჯახი არ შემიქმნია. რამდენიმე დღის მივდიოდი პაემანზე, მაგრამ შუა გზაზე მივხვდი, რომ მეზარება და უკან გადავუხვიე სახლში. ეს შეიძლება იყოს ასაკობრივი და დავიღალე”, – საუბრობს ნაზღაიძე.
დღევანდელი გადაცემის თემა იყო: რატომ უჭირთ გათხოვება 40 წელს ზემოთ?, რატომ არის აქტუალური კითხვა – რატომ არ მოგყავს ცოლი?.
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე და ლიზი ქონიაძე ერთად ისვენებენ
ვიდეო: „ყველაზე მეტად მიყვარხარ” – გიორგი ნაზღაიძემ გადაცემის ეთერში რჩეულს სიყვარული აუხსნა
