LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე რჩევა, რომელიც მოგზაურობის დროს ფულის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ

137
IMG_0533

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც მოგზაურობის დროს ეკონომიის გაკეთების საშუალებას მოგცემთ და ამ რჩევების გაზიარება ტურიზმის ექსპერტებმა გადაწყვიტეს.

პირველი – მოგზაურობის პირველივე დღეს ნუ შეიძენთ სუვენირებს და ნუ დაკარგავთ დროს შოპინგზე. უმჯობესია, თუკი ამ საქმიანობით თქვენი ტურის ბოლოსკენ დაკავდებით, რამეთუ ამ დროისთვის უკვე გეცოდინებათ რეალური ფასები ქვეყანაში, მაღაზიებში და ისიც, თუ სად შეძლებთ საჭირო ნივთების უფრო ბიუჯეტურად შეძენას.

მეორე – ქალაქის ცენტრში, პლაჟებზე და სხვა პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებზე ფასები როგორც წესი, 1,5-2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნადი მარშრუტებისგან ცოტა უფრო მოშორებით.

იმისათვის, რომ ტაქსის ფული დაზოგოთ გაეცანით ინფორმაციის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ მთავარ ღირსშესანიშნაობებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტაქსისტები ტურისტებზე ყოველთვის მეტ ფულს აკეთებენ.

მეოთხე – არ დაახურდაოთ ფული აეროპორტში ან სასტუმროში. როგორც წესი, იქ ყველაზე ნაკლებად მომგებიანი კურსი იქნება. ჩაფრენისას მინიმალურად საჭირო თანხა გადაცვალეთ, დანარჩენი კი ქალაქის ცენტრში დაახურდავეთ, იქ სადაც ბევრი სავალუტო ჯიხურია და სასურველი კურსის პოვნას შეძლებთ. დახურდავებისას აუცილებლად იკითხეთ საკომისიოს არსებობის შესახებ, რადგან ხშირად ტურისტებს ამითაც ატყუებენ ხოლმე.

თუკი მუზეუმების, აკვაპარკის ან სხვა რაიმე ღირსშესანიშნაობის ნახვას გეგმავთ, უმჯობესია ბილეთი ონლაინ შეიძინოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ხშირად მოქმედებს ფასდაკლებები და რიგში დგომაც აღარ მოგიწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები