LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე საშუალება, რომელიც ნამდვილი და ყალბი სუნამოს გარჩევაში დაგეხმარებათ

546

მსხვილ და ცნობილ მაღაზიაშიც კი, სამწუხაროდ არსებობს რისკი, რომ ორიგინალის ნაცვლად ყალბი სუნამო შეიძინოთ, რაც არამარტო სამწუხარო ფაქტია, არამედ ჯანმრთელობისთვისაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.

თუმცა არსებობს რამდენიმე საშუალება, რომელიც ყალბი სუნამოს ამოცნობაში დაგემხარებათ.

 

ორიგინალ სუნამოს მჭიდროდ შემოხვეული გამჭვირვალე საფირმო პარკი აქვს, რომელიც არ იკეთებს ნაკეცებს და არ იკეცება. არაორიგინალი ფლაკონი კი, როგორც წესი, ასე არ გამოიყურება.

img-20150303121804-991

 

პოლიეთილენის შეფუთვაში ნაკერი არ უნდა იყოს 5 მილიმეტრზე განიერი. ორიგინალზე ის აკურატული და თხელია.

img-20150303122338-709

 

ყურადღებით წაიკითხეთ სახელწოდება! ხშირად ერთი შეხედვით მიმსგავსებული სახელწოდება და ფლაკონის დიზაინი შეცდომაში შეგიყვანთ.

img-20150303131945-964

 

ყუთის შიგნით ორიგინალს აქვს სპეციალური სამაგრი, რომლის საშუალებითაც ფლაკონი აქეთ-იქით არ მოძრაობს. ყალბი სუნამოს შემთხვევაში, მწარმოებბლები ეკონომიას აკეთებენ ამ ნაწილზე ან ძალიან იაფფასიან და უხარისხო სამაგრს უკეთებენ. აუცილებელია! ყიდვამდე შეანჯღრიოთ ყუთი.

img-20150303140103-536

 

ცნობილი ბრენდები უპირატესობას ბაც ტონებს ანიჭებენ, რომელშიც ნაკლები ხელოვნური საღებავი შედის. მკვეთრი ქიმიური ფერი პირველ რიგში იმაზე მიანიშნებს, რომ ის ყალბია.

img-20150303155053-157

 

არ დაუჯეროთ თუ:

თუ გამყიდველი გეუბნებათ, რომ სუნამო ლიცენზირებულად ჩამოსხმულია სხვა ქვეყანაში – ეს სიცრუეა. ფრანგული სუნამოები ვერ დამზადდება პოლონეთსა და ჩინეთში. ბრენდები არ გასცემენ არანაირ მსგავს ლიცენზიას.

ცნობილი ბრენდები იშვიათად ამზადებენ პატარა მოცულობის ფლაკონებს, რომელსაც „ტესტერებს“ ვეძახით. ასევე არ არსებობს 8,9 და 15 მილილიტრიანი ორიგინალი პარფიუმები, გამონაკლისია მარკა „სალვადორ დალი“.

ორიგინალის ამოცნობის კიდევე ერთი ეშმაკური მეთოდია წარწერა: „parfume“. უნდა იცოდეთ, რომ ფრანგული ბრენდები მას ბოლო „e“-ს გარეშე წერენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები