კიმ კარდაშიანი ერთ-ერთ ღონისძიებას 25 პირადი დაცვით ესტუმრა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაღებული სელფები მან Snapchat-სა და რამდენიმე სოციალურ ქსელში გააზიარა. შედეგად კი, ღონისძიების ორგანიზატორებს ეს ყველაფერი 700 ათასი დოლარი დაუჯდათ.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ვარსვლავების სტუმრობა ამა თუ იმ ღონისძიებაზე შედარებით მოკრძალებული ფასები ჯდებოდა: მაგალითად, თუ გსურდათ, რომ თქვენს წვეულებაზე პერის ჰილტონი მოსულიყო, ეს ყველაფერი 300 ათასი დოლარი დაგიჯდებოდათ.