LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენჯერმე იყო აფეთქების ხმა – ზაჰესში ძლიერი ხანძარია

324
ხანძარიზაგესი

თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით,  ცეცხლი ელექტროტრანსფორმატორის უკიდია.

როგორც “მთავარი არხის” ფეისბუქ ლაივიდან ირკვევა, სავარაუდოდ, სწორედ ტრანსფორმერი აფეთქდა. მოსახლეობის ცნობით, რამდენჯერმე იყო აფეთქების ხმა.

ადგილზე მობილიზებულია 20-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფი. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ, ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები