რამზან კადიროვი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია, სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს. ტელეგრამზე რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ოთხშაბათს სამუშაო ვიზიტით შევხვდი სერგეი შოიგუს, წერს კადიროვი.
მისი თქმით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის საკითხები და სამომავლო გეგმები დავსახეთ. შოუგუმ ახალი გზები დასახა, რომელიც გულისხმობს მომავალი ტაქტიკის გაუმჯობესებას“. – წერს კადიროვი.
ის ასევე მადლობას უხდის შოიგუს მისი და მისი რაზმის საქმიანობის მაღალი შეფასებისთვის.
შოიგუსა და კადიროვის შეხვედრის ფოტო ქართულ სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ შესაძლოა კადიროვს სიმაღლის კომპლექსი აქვს და სწორედ იმიტომ გადაწყვიტა პლატფორმიან ფეხსაცმელზე გაეკეთებინა არჩევანი.
რატომ იყენებს კადიროვი სიტყვა „დონს“ – რა ვერსიებია და რას ამბობს თავად „დონი“