LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაქვიაშვილი: „ერთი წლის წინ „MEGOBARI აქტი“ დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს. ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“

243
ალექსანდრე რაქვიაშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, „MEGOBARI აქტის“ მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მის ერთი წლის წინანდელ facebook პოსტზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას აზიარებს და წერს, რომ მან „ამდენი არ იცის“.

რაქვიაშვილის სიტყვებით, „ერთი წლის წინ, როცა „MEGOBARI აქტი“ დააინიცირეს, მაშინ თქვა, რომ ვერ მიიღებდნენ და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს“:

ლევან მახაშვილი: „იმედი გვაქვს, პროვოკაციულ რეზოლუციას ტრამპი ხელს არ მოაწერს და შეძლებს დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს“

„ერთი წლის წინ, MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, რომ ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

კანონპროექტი 349 ხმით მიიღეს. ახლა ის აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

Tamara Chergoleishvili-მა ამდენი არ იცის. ახლა კი გაიგო, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“. მაგრამ მაინც, რა იცი, რა ხდება სამყაროში, დავდებ ამ სქრინს, იქნებ ის პირველი შემთხვევა იყოს, როცა ჩერგო შეცდომას აღიარებს“. – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ერთი წლის წინ, MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, რომ ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად….

Posted by Alexander Rakviashvili on Monday 5 May 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g